Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
ლეილა აბაშიძე

ლეილა აბაშიძე

ბიოგრაფია

ლეილა აბაშიძე (დ. 1 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 8 აპრილი, 2018, თბილისი[1]) — ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965). 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1969), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1929-08-01
  • დაბადების ადგილი: Tbilisi, Georgian SSR, USSR
  • ასევე ცნობილია: ლეილა აბაშიძე, Лейла Михайловна Абашидзе, Лейла Абашидзе